ეფექტური მასწავლებლები ყველა მოსწავლისაგან წარმატებას ელიან
ეფექტურ მასწავლებელს ყველა მისი მოსწავლისგან წარმატების მიღწევის მოლოდინი აქვს. მათ ესმით, რომ ყველა მოსწავლე ერთნაირად არ სწავლობს, მაგრამ თვლიან, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია წარმატების მიღწევა. წარმატებული მასწავლებელი ჯარისკაცულ წესს იყენებს, არ დატოვოს არავინ ზურგს უკან ან უყურადღებოდ.
წარმატებული მასწავლებლები ბუნებრივად ორგანიზებულნი არიან
წარმატებული მასწავლებლები ბუნებრივად მოწესრიგებული და ორგანიზებული პიროვნებები არიან. ეს ასეც უნდა იყოს. იმისათვის, რომ წარმატებული სასწავლო წელი შედგეს, მასწავლებლებს ჩასატარებელი გაკვეთილები წინასწარ მომზადებული უნდა ჰქონდეთ, ისევე როგორც წინასწარ უნდა იყოს მომზადებული კლასი. ეფექტურ მასწავლებლებს უნდა ჰყავდეთ ორგანიზებული კლასი, სადაც არაფერი გაფანტავს სტუდენტების ყურადღებას. ასეთი მასწავლებლები აყალიბებენ კლასს, რომელიც შეუფერხებლად იმუშავებს მაშინაც კი, თუ მას ეყოლება შემცვლელი.
ეფექტურმა მასწავლებლებლებმა იციან როგორ მიიპყრონ მოსწავლეების ყურადღება
ასეთი მასწავლებლები სხვადასხვა ხერხს იყენებენ იმისათვის, რომმოსწავლეები იყვნენ აქტიურები და იციან, როგორ მოახდინონ მათი მოტივაცია. ისინი იყენებენ სხვადასხვა თვალსაჩინოებებს საკუთარი შრომის გასაუმჯობესებლად, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს და სწავლის არსებულ სტრატეგიას. ასეთი მასწავლებლები სვამენ ღია შეკითხვებს და სტუდენტებს განხილვებში მონაწილეობისას დომინირების საშუალებას აძლევენ.
წარმატებული მასწავლებლები თანმიმდევრულნი არიან
წარმატებული სასწავლო წლისთვის აუცილებელია თანმიმდევრობა ყველა საქმეში, რასაც მასწავლებელი ასრულებს. თქვენ ან ხართ თანმიმდევრული, ან არ ხართ. ამ საკითხში შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. მასწავლებლები, რომლებიც თანმიმდევრულნი არიან კლასის მართვაში, დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, საკლასო პროცედურებში, დავალებებში, შედეგად იღებენ იმას, რომ მათი სტუდნეტები და კლასი ვითარდება. კვლევა აჩვენებს, რომ როცა ასეთი სტაბილური განვითარების საშუალებაა, კლასში ნაკლები პრობლემებია. მაგალითად, არაეფექტური მასწავლებლები, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ, როცა სტუდენტი საუბრობს, დგებიან ფაქტის წინაშე, რომ საკითხი უნდა გაიმეორონ, ხოლო ეფექტური და თანმიმდევრული მასწავლებლები, რომელბიც არ იძლევიან გაკვეთილზე საუბრის საშუალებას გამეორება არ სჭირდებათ და ეს საკითხიც გვარდება.
ეფექტური მასწავლებლები მუდმივად სწავლობენ
იმისათვის, რომ მასწავლებლებმა იგრძნონ, რამდენად წარმატებულნი არიან თავიანთ საქმეში, მათ სჭირდებათ მუდმივად სწავლა. მათ არ უნდა ეშინოდეთ ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობისა და ათვისების. ეს უნარები გარკვეული აქტივი იქნება კლასისთვის. წარმატებული მასწავლებლები მუდამ ეცნობიან ტექნოლოგიურ სიახლეებს და ცვლილებებს, ესწრებიან საგანმანათლებლო სემინარებს და ხვდებიან კოლეგებს. ასეთი მასწავლებლები მთელი სერიოზულობით ეკიდებიან საკუთარ საქმეს და დებენ მასში მთელ თავიანთ პროფესიულ შესაძლებლობებს.
წარმატებული მასწავლებლები რისკავენ
წარმატებული მასწავლებლები რისკავენ
ოდესმე გყოლიათ მასწავლებელი, რომელიც მუდმივად ერთი და იგივეს ფიქრობდა და არასოდეს მოუწადინებია სწავლების მეთოდის შეცვლა? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენად მოსაწყენი შეიძლება იყოს ეს სტუდენტისთვის? წარმატებული მასწავლებლები ყოველთვის ცვლიან სწავლების მეთოდს და არასოდეს ეშინიათ გარისკვის. თუ ისინი ცდიან რაიმე ახალს და ეს არ მუშაობს, ისინი ცდილობენ სცადონ რაიმე სხვა. წარმატებული მასწავლებლები არასოდეს წყვეტენ სწავლას, ყოველთვის უყვართ სიახლის გამოცდა საკუთარ სტუდენტებთან.