იხილეთ ინტეგირებული გაკვეთილის გეგმა მოცემულ ლინკზე -usp=sharing">
https://drive.google.com/file/d/1UCIzzTKi4zpqISFAABIIin4zoVV1Ztt4/view?usp=sharing
გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების ლინკი -https://drive.google.com/file/d/1xqq7jJejYbqv1nEXgoTKweYKOahG9ctR/view?usp=sharing ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია- 2018 წლის 26 მარტს ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი ქართული, როგორც მეორე ენაში. გაკვეთილის თემა იყო არქიტექტურული სტილი. თემატიკა უშუალო კავშირში იყო სახვითი გამოყენებითი ხელოვნების არჩევით კურსთან, რომელიც ისწავლება როგორც არჩევითი საგანი X-XI-XII კლასებში. გაკვეთილის თემა იმდენად ბუნებრივად იძლეოდა ინტეგრაციის საშუალებას,რომ გადავწყვიტე მსგავსი ტიპის გაკვეთილი დამეგეგმა, რამეთუ მოსწავლეებისთვის ეს არც თუ ისე ადვილად დასამახსოვრებელი საკითხი უფრო თვალსაჩინო და ადვილად აღქმადი გამეხადა. გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის სხვადასხვა მიმართულებებს რომაული სტილიდან თანამედროვე სტილით დამთავრებული. შეძლეს ემსჯელათ თუ როგორ ცვლის ტექნიკური პროგრესი არქიტექტურულ სტილს, ასევე შეძლეს გამოეკვეთათ მათთვის საინტერესო სტილი და არქიტექტურული ძეგლი, დაეხვეწათ გემოვნება ამ მიმართულებით, შეძლეს ემსჯელათ ქართულ ენაზე და კიდევ უფრო გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი თემის ირგვლივ. ვფიქრობ კოლეგებისთვისაც საინტერესო იქნებოდა აღნიშნული საკითხი, თუკი ისინიც გადაწყვეტენ ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებას, ჩემს გაკვეთილში აშკარად გამოჩნდა თუ რამდენად ბუნებრივი უნდა იყოს ორი საგნის ინტეგრაცია საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილის მიზანი სრულად იქნა მიღწეული, მოსწავლეებმა შეძლეს როგორც შენობების აღწერა არქიტექტურული სტილის მიხედვით, ასევე ტექნიკური პროგრესის გამოკვეთა. ჩემთვის ეს იყო პირველი ინტეგრირებული გაკვეთილი. ვფიქრობ, აღნიშნული გაკვეთილი დამეხმარა სხვადასხვა კუთხით შევხედო საგნებს და ვეძებო ინტეგრაციის შესაძლებლობები სასწავლო პროცესში, ეს ეხმარება მოსწავლეებს ნასწავლის სხვა საგანში ტრანსფერში და უვითარებს მათ როგორც ანალიტიკურ აზროვნებას, ასევე მსჯელობის უნარს ქართულ ენაზე. ასევე ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მოტივაციას. რაც შეეხება კოლეგებს, მიმაჩნია, რომ მათ ჩემმა გაკვეთილმა გაუჩინა სურვილი თავადაც დანერგონ თავიანთ პრაქტიკაში მსგავის ტიპის სწავლება. იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის სამოდელო გაკვეთილი იყოს ნაყოფიერი, მნიშვნელოვანია საკითხის სწორად შერჩევა და აქტივობების ისე გაწერა, რომ ორივე საგნის სტანდარტიდან აღებული მიზანი იყოს ადვილად მისაღწევი ერთ გაკვეთილზე, ისე რომ მოსწავლისთვის ეს იყოს ბუნებრივი და ასევე სასიამოვნო სწავლის პროცესი. იქედან გამომდინარე, რომ ქართული სახელმწიფო ენაა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა თემის შესახებ მეტყველება და ასევე შეფასებითი მსჯელობა. ვფიქრობ, მსგავსი სტილით ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეთა ენის ცოდნას მრავალმხრივს გახდის. გაკვეთილის ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად, მხოლოდ კლასის ორგანიზების ფორმის შეცვლა დამჭირდა, რადგან ყველა მოსწავლე არ იყო, კლასში ვერ მოხერხდა მოსწავლეთა დაწყვილება და იმუშავეს ჯგუფში. შესაბამისად წყვილებში მუშაობა საერთოდ ვერ გამოვიყენე გაკვეთილზე. მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში გაკვეთილი წარმატებული იყო მთლიანობაში. განსაკუთრებით კი მოსწავლეთა მიერ ტექნიკური პროგრესის როლის გამოკვეთა ყველა ეტაპზე საინტერესოდ მოხდა სხვადასხვა არქიტექტურული ძეგლის შეფასებისას. მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუკი დღევანდელ საშენ მასალებს, მაგალითად მინას, გამოიყენებდნენ შუა საუკუნეებში. ასევე იმსჯელეს თუ როგორ იხვეწება ტექნოლოგიების განვითარების წყალობით არქიტექტურული სტილი. გაკვეთილს სერიოზული ხარვეზი არ ჰქონია, თუმცა მოსწავლეებმა იმდენად კარგად გაართვეს თავი დავალებებს, რომ გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული აქტივობები დროზე ადრე დაამთავრეს. თუმცა მქონდა სარეზერვო აქტივობა, რომელიც შევთავაზე მოსწავლეებს და იმსჯელეს რამდენიმე თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშზე. საბოლოო ჯამში გაკვეთილი იყო ნაყოფიერი და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული. სხვა შემთხვევაშიც გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებლად მექნება ისეთი აქტივობა წინასწარ მომზადებული, რასაც საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოვიყენებ.

მეორე სამოდელო გაკვეთილი
გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
2018 წლის 29 მაისს IX კლასში ჩავატარე ქართული, როგორც მეორე ენაში გამჭოლ კომპეტენცია წიგნიერებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი. გამოყენებული საკითხავი მასალა მოცემული იყო სახელმძღვანელოს რუბრიკაში „წავიკითხოთ და გავიაზროთ“, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე აღნიშნულ თემაზე ჩამეტარებინა წიგნიერებაზე ორიენტირებული გაკვეთილი, რადგან ზოგადად წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალია მოსწავლეებში და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს . განსაკუთრებით დიდი ძალისხმევაა საჭირო ამ უნარის განსავითარებლად არაქართულენოვან მოსწავლეებში, რომელთათვისაც ქართული მშობლიური ენა არაა. გადავწყვიტე ჩამეტარებინა გაკვეთილი, სადაც მოსწავლეები შეძლებდნენ ტექსტის არამარტო გაგებას, არამედ კრიტიკულად შეფასებას და პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაჭრის გზების ძიებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წიგნიერების უნარის განსავითარებლად და დასახვეწად. ვფიქრობ კოლეგებმა ნახეს ამ გაკვეთილზე, როგორ შეიძლება სახელმძღვანელოსთან ერთად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში უშუალოდ წიგნიერების დონის ასამაღლებლად ისე, რომ არც წიგნმა დაკარგოს აქტუალობა და ასევე ეს მისაღები, საინტერესო და მამოტივირებელი იყოს თავად მოსწავლეებისთვისაც. ვფიქრობ საერთო ჯამში საგაკვეთილო მიზანს მივაღწიე, თუმცა შედეგი ყველა მოსწავლესთან ერთნაირი არ იყო და ეს ბუნებრივიცაა. ამ გაკვეთილზე ჩემი კოლეგები გაეცნენ ახალ სასწავლო პორტალს kahoot.com, რომელიც მრავალმხრივ საინტერესოს ხდის საგაკვეთილო პროცესს. პორტალზე შესაძლებელია როგორც დისკუსიის, ისე გამოკითხვის, შემაჯამებელი დავალებების თუ ქვიზების ელექტრონულ ფორმატში წარმართვა ისე, რომ ზუსტად შეგეძლოს მართო დრო წინასწარ განზრახულად, დაინახო რამდენმა მოსწავლემ დაასრულა სამუშაო, ჩამოტვირთო შედეგები, შექმნა თავად ან გამოიყენო სხვის მიერ შექმნილი რესურსი. თუმცა ამ ეტაპზე ქართულ ენაზე რესურსები თითქმის არ არსებობს. ვფიქრობ ეს სიახლე იყო ჩემი კოლეგებისთვის და მათაც გაუჩნდებათ სურვილი მოარგონ საკუთარ პრაქტიკას. ჩემთვის ეს იყო ძალიან საინტერესო პრაქტიკა და ვფიქრობ მრავალმხრივ შევძლებ აღნიშნული პორტალის გამოყენებას, მათ შორის საშინაო დავალებებისა და ჯგუფური სამუშაოებისათვის. ვფიქრობ ინოვაციური სწავლება მოსწავლეებში მოტივაციას გაზრდის და კომპიუტერული ტექნოლოგიების სწორად გამოყენება სასწავლო პროცესში წიგნიერების დონის გაუმჯობესებაშიც დაგვეხმარება, ისე რომ ეს პროცესი არ იყოს მოსწავლეებისთვის მომაბეზრებელი და უინტერესო. ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა და მოდიფიცირება საგაკვეთილო პროცესში საჭირო არ გამხდარა. ჩემი გაკვეთილის ყველაზე წარმატებულ ეტაპად მიმაჩნია გასასვლელი ბარათები, რომელზეც მოსწავლეებმა იმუშავეს საკუთარ პლანშეტებში და რომელთა შედეგები ეკრანზე თვალსაჩინო იყო როგორც თავად მოსწავლეებისთვის, ისე დამსწრე საზოგადოებისათვის. კითხვები ჩემს მიერ იყო შედგენილი და kahoot.com-პორტალზე ატვირთული. მოსწავლეები თავიანთი პროფილიდან უკავშირდებოდნენ სპეციალური კოდის საშუალებით ჩემს პროფილს და ისე ასრულებდნენ დავალებას. აღნიშნულმა აქტივობამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოსწავლეების და ჩემდა გასაოცრად დავალებებს ონლაინ რეჟიმში უკეთესად გაართვეს თავი, ვიდრე სხვა დროს მსგავის ტიპის დავალებების შესრულებას რვეულსა თუ ფურცელზე. მიმაჩნია, რომ პროცესმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა და ვფიქრობ ცვლილებების შეტანა არ იყო საჭირო. წიგნიერებაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვისას კი ვეცდები, რომ ეს პროცესი მოსწავლეთათვის იყოს შთამბეჭდავი და ინტერესის გამღვივებელი, რომ რაც შეიძლება მეტი იკითხონ წიგნის თუ კომპიუტერის საშუალებით.

nino arachveulebrivia, gilocav!
ReplyDeleteმადლობა,მარი❤წარმატებებს გისურვებ შენც!
Delete